Header image  
qarTuli kino  
  
 
 
 
 


namdvili kavkasieli
1

მიხეილ გელოვანის 1931 წლის კინოკომედია.

siuJeti

ფილმში დაცინვის საგანია კავკასიელისა და ქართველის შესახებ არსებული სტერეოტიპული იმიჯი. სატირულადაა დახატული ყალბი წარმოდგენები კავკასიაზე: თბილისის ვიწრო ქუჩაზე წყაროსავით მოდის კახური ღვინო, რომელსაც ყანწებით სვამენ; დალაქები ხანჯლით პარსავენ კლინეტებს, ხოლო თუ რამე ეწყინა, იმ ხანჯლითვე თავს ჭრიან; გამყიდველი მყიდველს ხანჯლით ხელს კვეთს; ყველაფერ ამას კი უემოციოდ უყურებს ბანზე მოცეკვავე ქართველი ქალი.

ამის საპირისპიროდ და ნათელი მომავლის საილუსტრაციოდ ნაჩვენებია ინდუსტრიული საქართველო, პურის ყანები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

 

ixileT aseve